აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი 1 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება

1 აპრილს, 21 საათზე რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
კონცერტი ორგანიზებულია აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების საქველმოქმედო ფონდის მიერ და შემოსული თანხები სრულად ხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის-ფერადი ქალაქის მშენებლობას, სადაც აუტიზმის მქონე მოზარდები და ზრდასრულები მიიღებენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებს; შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს; თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში განვითარდებიან, შესძლებენ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრირებას. საქველმოქმედო აქციებით შემოსული თანხებით უკვე აშენებულია ფერადი ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი. აღნიშნული კონცერტი, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. ერთად ავაშენოთ ფერადი ქალაქი და მივცეთ მომავლის შანსი აუტიზმის მქონე ადამიანებს საქართველოში.
მონაწილეობენ: ალექს კორძაია – KORDZ;
თეონა ცირამუა – გორის ქალთა გუნდი;
ელენე გოგოძე; გიორგი გურგენაძე; იაკო კვალიაშვილი; მილენა ჯალალბეკოვა; სესილია სანებლიძე და სპეციალური სტუმარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს