აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი 1 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება

1 აპრილს, 21 საათზე რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
კონცერტი ორგანიზებულია აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების საქველმოქმედო ფონდის მიერ და შემოსული თანხები სრულად ხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის-ფერადი ქალაქის მშენებლობას, სადაც აუტიზმის მქონე მოზარდები და ზრდასრულები მიიღებენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებს; შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს; თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში განვითარდებიან, შესძლებენ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრირებას. საქველმოქმედო აქციებით შემოსული თანხებით უკვე აშენებულია ფერადი ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი. აღნიშნული კონცერტი, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. ერთად ავაშენოთ ფერადი ქალაქი და მივცეთ მომავლის შანსი აუტიზმის მქონე ადამიანებს საქართველოში.
მონაწილეობენ: ალექს კორძაია – KORDZ;
თეონა ცირამუა – გორის ქალთა გუნდი;
ელენე გოგოძე; გიორგი გურგენაძე; იაკო კვალიაშვილი; მილენა ჯალალბეკოვა; სესილია სანებლიძე და სპეციალური სტუმარი.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ