აუსტრევიჩუსი ხოშტარიას დაკავებაზე: მთავრობა უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა.
“რუსული მეთოდებით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ოპოზიციური პარტიის, დროას თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის”, – წერს ევროპარლამენტარი.
ამასთან, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს აგზავნის, სადაც წერს, რომ მას “ყბებსა და კბილებზე დაზიანებები მიაყენეს”.