ლიტველმა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური ჯგუფი განაახლე ევროპის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის დაბრუნებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ სჭირდებათ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა.
“გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [ქართული ოცნების ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან არა… არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში.” – თქვა რადიო თავისუფლების ცნობით ლიტველმა ევროპარლამენტარმა.
აქამდე აუსტრევიჩუსმა X-ზე დაწერა, რომ ქართული ოცნება “ევრაზიული ტირანიისკენ” იხრება.