აუდიტორმა აღწერა, როგორ მდიდრდებოდა ჯუანშერ ბურჭულაძე (ვიდეო)

ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი – სხდომაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტორის დაკითხვა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მოწმედ მიყვანილმა რევიზიის ექსპერტმა, ივანე ბედიანაშვილმა სრული სურათი აღწერა, იმის შესახებ, თუ როგორ მდიდრდებოდნენ წლების განმავლობში თავდაცვის ექს მინისტრი და მისი ახლო გარემოცვა.

ბრალდების მხარემ აუდიტორს სთხოვა შეეფასებინა ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მეუღლის, მშობლების, მისი ოჯახის წევრების და ასევე ორი მძღოლის ქონების როგორც 2015 წლამდე, ასევე 2015 -დან 2024 წლამდე მდგომარეობა.

მოწმის განცხადებით, 2015 წლამდე ბურჭულაძის და მისი გარემოცვის შემოსავალი იყო უფრო მეტი, ვიდრე ხარჯი, თუმცა, 2015 წლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

მაგალითად, 2015 წლამდე ბურჭულაძე და მისი გარემოცვა 11 სატრანსპორტო საშუალებას და 18 უძრავ ქონებას ფლობდნენ, 2015 -იდან 2024 წლამდე კი 31 სატრანსპორტო საშუალებას და 41 უძრავ ქონებას.

აუდიტორის მტკიცებით, ბურჭულაძის გამდიდრება სწორედ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მან მინისტრის პოსტი დაიკავა.

2014 წლის მდგომარეობით გააჩნდათ 11 სატრანსპორტო საშუალბა და 18 უძრავ ქონებას ფლობდნეპენ.  2014 წლამდე ონლაინ პლატფორმებზე კროპტოვალუტებით არ ვაჭრობდნენ. 

2024 წლის 8 თებერვლის შემდეგ უფიქსირდებათ 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შეძენა, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, უკვე ფლობდნენ 32 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას. 

8 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული პირები ფლობდნენ სულ 41 ერთეულ უძრავ ქონებას. აქედან 14 ერთეული იყო ისეთი ქონება, რომელსაც ფლობდნენ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. 

2024 წლის შემდეგომ პერიოდში სულ შეძენილია 10 ერთეული უძრავი ქონება- 5 ბინა, მათ შორის 1 ესპანეთში, – ამბობს ივანე ბედინაშვილი.

უძრავი ქონების მოკვლელვის გარდა, ასევე ჩატარდა მოკვლევა შემოსავლებთან და ხარჯებთან და დაკავშირებით. აუდიტორის თქმით, ბურჭულაძის და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებს, ხარჯები ყოველთვის აღემატებოდა.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.