აუდიტის დასკვნა არჩილ თალაკვაძის და კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდს მოიცავს – აქუბარდია

პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელშიც “ოცნების” დეპუტატების მივლინებებში დახარჯული ფულის შესახებ არის საუბარი, არჩილ თალაკვაძის და კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდს მოიცავს.
აქუბარდია ამბობს, რომ “ოცნების” დეპუტატები თვითმფრინავის ბილეთებში მართლაც ძვირს იხდიდნენ, რადგან ბოლო წუთას ხდებოდა მათი შეძენა. ოპოზიციონერსი თქმით, ეს პრაქტიკა ბილეთებთან დაკავშირებით ახლაც შენარჩუნებულია.
“აუდიტის დასკვნა მოიცავს არჩილ თალაკვაძის და კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდს და არა ს, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ აღნიშნული პრაქტიკა, განსაკუთრებით ბილეთებთან დაკავშირებით არის შენარჩუნებული. მე რომ ვიყავი პარლამენტის წევრი, ბოლო წუთას ყიდულობდნენ ყოველთვის ბილეთებს, რომელიც რა თქმა უნდა, ყოველთვის აძვირებდა ფასს გამომდინარე დროიდან. ეს იყო ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც დიდ კომფორტს აძლევდა უმრავლესობას. თუნდაც 2024-2025 წელთან დაკავშირებით აღარ იქნება ობიექტური აუდიტის დასკვნა, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ყველაფერი არის მიტაცებული და ემსახურება ერთ ოლიგარქს”, – ამბობს თეონა აქუბარდია.
“ოცნების” დეპუტატები მივლინებებში დახარჯული ფული – აუდიტის სამსახური ახალ დასკვნას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დეპუტატები იმაზე მეტ თანხმებს ხარჯავდნენ მივლინებებში, ვიდრე სჭირდებოდათ.
საქმე 2019-დან 2021 წლამდე შემთხვევებს ეხება. დასკვნის მიხედვით, პარლამენტარებს სადღეღამისო ნორმის მიხედვით გაზრდილი მოცულობით თანხებს ურიცხავდნენ მაშინ, როცა ხშირ შემთხვევაში მიმწვევი მხარე დეპუტატების კვებასაც უზრუნველყოფდა.
tvpirveli.ge