„აუდიო-მეცნიერება“, „ვაშლი“, „რატომ“… – ნახეთ უცნაური სახელები, რომლებსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები შვილებს არქმევენ

თანამედროვე მშობლები ხშირად ცდილობენ, თავიანთ შვილებს რაც შეიძლება განსხვავებული და ორიგინალური სახელები შეურჩიონ, რათა ამით ისინი სხვა ბავშვებისგან გამოირჩეოდნენ. ამ ტენდენციას მიჰყვებიან ჰოლივუდის ვარსკვლავებიც, რომლებიც ხშირად პატარებს ძალიან უცნაურ სახელებს არქმევენ.

მათ შორისაა ილონ მასკიც. SpaceX-ის დამფუძნებელმა შვილს თავდაპირველად X Æ A-12 დაარქვა… ბიზნესმენმა მისი მნიშვნელობა ასე ახსნა:
„X – უცნობ ცვლადს აღნიშნავს. Æ — ხელოვნური ინტელექტის მიმართ ჩემი სიყვარულის გამოხატულებაა. A-12 — ჩვენი საყვარელი კოსმოსური ხომალდის სახელწოდებაა“.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა, ცოტა ხნის წინ მასკმა შვილს სახელი შეუცვალა. მისი თქმით, ხლა 15 თვის პატარას სახელი Y-ია, ან “Why (რატომ)” ან უბრალოდ კითხვის ნიშნის სიმბოლო. ბიზნესმენის სურვილის მიუხედავად, სახელმწიფო ბავშვის სახელს ოფიციალურად არ აღიარებს.

ამ მხრივ გამონაკლისის არც გვინეტ პელტროუა, რომელმაც ქალიშვილს, სახელად ეფლი ანუ ქართულად ვაშლი დაარქვა:

„ვაშლი ძალიან სასარგებლო ხილია, თან ბიბლიური დატვირთვაც აქვს. ამიტომ ვიფიქრე, რომ მისი დარქმევა ორიგინალური იქნებოდა“

ალისია ქეისმა კი შვილს „ეგვიპტე“ დაარქვა. მომღერლის თქმით, სახელის ინსპირაცია სწორედ ეგვიპტეში მოგზაურობა გახდა. როგორც ის ამბობს, ქვეყანაში საუკეთესო დრო გაატარა.

ნიკოლას ქეიჯმა სუპერმენისადმი სიყვარული შვილისთვის კალ-ელის დარქმევით გამოხატა. აღსანიშნავია, რომ კალ-ელი სუპერგმირის ნამდვილი სახელია.

ამერიკელმა მსახიობმა, შენინ სოსამონმა ვაჟიშვილს აუდიო მეცნიერება დაარქვა, რითაც ამ მიმართულების მიმართ სიყვარული გამოხატა.
ასევე ნახეთ:
ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა – დაიღუპა 38 ადამიანი
VIDEO: ქალმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი პარიკი დაამზადა