აუდიოჩანაწერი, რომელიც ახალიას სახელით გავრცელდა, ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული

აუდიოჩანაწერი, რომელიც ახალიას სახელით გავრცელდა, თ () არის გენერირებული. ამის შესახებ “მითების დეტექტორი” წერს.

  • “მითების დეტექტორმა” აუდიოჩანაწერი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიოს ამომცნობი ორი ხელსაწყოს – Hiya-სა და Deepfake-O-Meter-ის დახმარებით გააანალიზა. 

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის გადამოწმების ხელსაწყოს Hiya-ს თანახმად, აუდიო მასალა 75%-ით AI გენერირებულია, ხოლო Deepfake-O-Meter-ის 4 მაჩვენებლის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის კვალი აუდიოში 84%-დან 100%-მდეა.

InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს დახმარებით მიღებული შედეგების მიხედვით, აუდი მასალა 75%-ით AI გენერირებულია.

4 ოქტომბერს თავდაპირველად პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა”, ხოლო შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; ნიუსჰაბმა; Ongo-მ; რეპორტიორმა; მხარემ; The Georgian Times-მა; საინფორმაციო სააგენტო Info 9-მ;  დაიჯესტმა; Exclusive Media-მ, რეზონანსმა;  ასევე, სხვა ფეისბუქ-გვერდებმა და ანგარიშებმა (1;2;3;4;5) გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული. მედიასაშუალებების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჩანაწერის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

ჩანაწერში ისმის, რომ პირი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიაა, 6 საათის შემდეგ შეტაკებების დაწყებაზე საუბრობს – ამბობს, რომ “ვინ მოკვდება – ჩვენიანი, პოლიციელი”, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ხმა, რომელსაც ბურჭულაძეს მიაწერენ, მოსაუბრეს ეკითხება, ხომ არაფერი მოუფიქრებია წამოსვლაზე (სავარაუდოდ, აქციაზე), რაზეც, მტკიცების მიხედვით, ახალაია პასუხობს, რომ “სუსი აზის” და გარეთ ვერ გადის. “იცი, რა სიამოვნებით მივცემდი ბავშვებს იარაღს?” – ისმის აუდიოჩანაწერში ხმა, რომელსაც ახალაიას მიაწერენ. იგივე ხმა ამბობს, რომ “სისხლი იქნება” და პროცესს ვერაფერი გააჩერებს.

აუდიოჩანაწერს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი გამოეხმაურა და თქვა, რომ “შინაარსი არავის უკვირს”, ავთენტიკურობის დადგენა კი “გამოძიების საქმეა”.

[ფოტო: “მითების დეტექტორი”]