სასმელი წყლის, გაზიფიცირების და საგზაო ინფრასტრუქტურის ნაცვლად – ქარელის მერიამ ბიუჯეტის ფულით, ატრაქციონები მოაწყო სოფელში სადაც ერთი ბავშვიც კი არ ცხოვრობს. ყველაზე ახალგაზრდა ადგილობრივი აფნისში 49 წლისაა. ზაზა გულიაშვილის უწყება ამ გადაწყვეტილების გამო უკვე გახდა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის საგანი. ადგილობრივები ახლა ზაფხულს ელოდებიან, მათ იმედი აქვთ, უფუნქციო ატრაქციონებით სტუმარი ბავშვები მაინც ისარგებლებენ.