ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ისრაელმა ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვული ობიექტს დაარტყა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ს საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვული ობიექტი იყო, სადაც ირანი ურანის გამდიდრებას აწარმოებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ უკიდურესად შემაშფოთებელ სიტუაციას“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, კონტაქტზე იმყოფებიან ირანის ხელისუფლებასთან ობიექტზე რადიაციის დონის, ასევე ირანში მყოფი ინსპექტორების საკითხებთან დაკავშირებით.