ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [AIEA] ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ ღამით „რამდენიმე ასეული“ გასროლა დაფიქსირდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [AIEA] ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ ღამით „რამდენიმე ასეული“ გასროლა დაფიქსირდა. რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან ერთი საათის განმავლობაში სროლის ინტენსივობა უჩვეულო იყო.
მისივე ინფორმაციით, დღეს დილით, ტერიტორიის დათვალიერებისას AIEA-ს წარმომადგენლებმა ელექტროსადგურის მე-5 და მე-6 რეაქტორებთან ახლოს დიდი რაოდენობით ვაზნები იპოვეს: „ჩამსხვრეული ფანჯრების ან სხვა ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ შეინიშნებოდა“ – დასძენს გროსი და აცხადებს, რომ ასეთი სამხედრო მოქმედებების ჩატარება დიდი ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მიუღებელია. ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციამ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მეზობელი ქალაქი ენერგოდარი, სადაც სადგურის თანამშრომლები ცხოვრობენ, 2022 წლის გაზაფხულიდან ს ჯარების მიერაა ოკუპირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა ამბობს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და წარმატებისთვის აუცილებელია ერთიანობა, რეჟიმს არ მივცეთ ჩვენი გაყოფის შესაძლებლობა – „გათიშე და იბატონე“, ამას მიმართავს ივანიშვილი და ვინც ერთობაში არ არის, ივანიშვილის მხარესაა