ატომური ენერგიის სააგენტო ზაპოროჟიეში ბირთვული უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ზაპოროჟიეში ბირთვული უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება. სააგენტოს წარმომადგენლებმა, ბოლო კვირის განმავლობაში, ატომურ ელექტროსადგურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების რამდენიმე შემთხვევა აღწერეს.
“ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ ბირთვული უსაფრთხოების რისკებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს თავშეკავებისა და ელექტროსადგურზე უსაფრთხოების დაცვისთვის დადგენილი 5 კონკრეტული პრინციპის დაცვისკენ”, – განაცხადა გროსმა.
პრინციპები, რომლებსაც IAEA-ს დირექტორის საუბრობს, ეხება თავდაუსხმელობის გარანტიას ელექტროსადგურზე, მის ინფრასტრუქტურასა და იქ დასაქმებულებზე; ასევე – ელექტროსადგურის ტერიტორია არ უნდა იყოს გამოყენებული იარაღის შესანახად, ან სამხედრო პირების ბაზად; ელექტროენერგია მუდმივად უნდა იყოს ხელმისავწდომი; ყველა სისტემა, რაც ელექტროსადგურის გამართულ მუშაობს უზრუნველყოფს, უნდა იყოს დაცული თავდასხმისა და დივერსიისგან.
ზაპოროჟიეში აფეთქების ბოლო შემთხვევა სააგენტოს წარმომადგენლებმა გუშინ, 17 აგვისტოს დააფიქსირეს. მართალია, უპილოტო საფრენი აპარატი ატომური ელექტროსადგურის დაცული ტერიტორიის მიღმა აფეთქდა და მას მსხვერპლი არ გამოუწვევია, მაგრამ შექმნა ინფრასტრუქტურის დაზიანების სერიოზული რისკი.
რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურები მდგრადია ტექნიკური დაზიანების, ადამიანური შეცდომების თუ სხვა გარემო ფაქტორების მიმართ, თუმცა ის ვერ გაუძლებს პირდაირ სამხედრო თავდასხმას. ის მზადყოფნას გამოთქვამს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში ჩასვლაზე, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.
სააგენტომ მისი ექსპერტების ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შეშვება მოითხოვა მიმდინარე კვირის დასაწყისშიც. მაშინ, როცა აფეთქებას ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი მოჰყვა. ხანძარი მალევე ჩააქრეს. ზაპოროჟიეში ს მიერ დანიშნულმა ე.წ. გუბერნატორმა, ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, შემთხვევა ურთიერთბრალდებების საგანი გახდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ ელექტროსადგურზე თავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა.
“ნიკოპოლიდან დავაფიქსირეთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხანძარი გააჩინეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ამ ეტაპზე რადიაციის დონე ნორმაშია. თუმცა იქამდე, სანამ რუსი ტერორისტები აკონტროლებენ ატომურ ელექტროსადგურს, სიტუაცია არ არის და ვერ იქნება ნორმაში”, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
რუსული მხარე კი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს 2022 წლიდან აკონტროლებს, თავდასხმაში ს ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ