ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: ირანის ბირთვული ობიექტები აფეთქებების შედეგად არ დაზიანებულა

ირანში აფეთქებების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა.
-ის მედიის თანახმად, ისრაელმა ირანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
ირანის მედია ქვეყანაზე თავდასხმას უარყოფს, მაგრამ იტყობინება დრონების ჩამოგდების შესახებ.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ X-ით გაავრცელა თავისი ხელმძღვანელის, რაფაელ როსის მოწოდება მხარეების მიმართ, თავი შეიკავონ. ატომური ობიექტები სამხედრო კონფლიქტებისას არასოდეს შეიძლება სამიზნე იყოს, წერს ატომური სააგენტო.
ირანის სახელმწიფო მედია იტყობინებოდა, რომ ამოქმედდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ისპაანის რეგიონში განთავსებულია ირანის სამხედრო ბაზები და ბირთვული ობიექტები. ცნობებით, ამ რეგიონში რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. სააგენტო Tasmin-ი იტყობინებოდა ამასთან, რომ თავდასხმა უცხოეთიდან არ მომხდარა.
აშშ-ის მედია, ABC-ი und CNN-ი ავრცელებს ცნობებს ირანზე ს საჰაერო თავდასხმის შესახებ.
ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა, აცნობა CNN-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რაც რეგიონში სამხედრო ესკალაციის საშიშროებას ქმნის. მეორე მაღალი ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობას არ ამხელს CNN-ი, განაცხადა, რომ აშშ-ს ისრაელის მხრიდან თავდასხმის შესახებ გასულ დღეებში აცნობეს, მაგრამ მას პასუხი არ მიუცია.
New York Times-ი წერს ისრაელის და ირანის წყაროებზე დაყრდნობით, რომ ისპაანთან სამხედრო ბაზას დაარტყეს. იქვეა ცნობა, რომ არ არის ცნობილი თავდასხმების დეტალები.
ისრაელის არმიას ინფორმაციის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.
სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, როცა ირანის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი იქნა მოკლული, ირანმა ბრალი დასდო ისრაელს და დაემუქრა, რომ შურს იძიებდა. გასულ შაბათ-კვირას ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა, მაგრამ მოკავშირეების დახმარების ისრაელმა ის მოიგერია, თითქმის ყველა დრონი და რაკეტა გააუვნებლეს. დასავლეთის ქვეყნები, აშშ, ბრიტანეთი, ასევე გერმანია, მოუწოდებდნენ ისრაელს, უარი ეთქვა ირანზე მასიური თავდასხმაზე, რადგან ამას შეიბლებოდა სამხედრო ესკალაცია მოჰყოლოდა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ