“ატლეტიკომ” ალვარესის 200 მილიონად გაყიდვაზე უარი თქვა

“ატლეტიკომ” ხულიან ალვარესის 200 მილიონ ევროდ გასხვისებაზე უარი თქვა, ამის შესახებ ინფორმაციას TEAMtalk-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ლივერპულს” არგენტინელი თავდამსხმელის შეძენა სურდა, თუმცა “როხიბლანკომ” “მერსისაიდელებს” კატეგორიული უარი განუცხადა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ზაფხულში დიდი ალბათობით, ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოს” დატოვებს და კარიერას MLS-ში გააგრძელებს.
ცნობისთვის, ალვარესმა მიმდინარე სეზონში “ატლეტიკოს” მაისურით ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, თავი კი 23 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში