“ატლეტიკოდან” წასვლა 10 წლის შემდეგ? – კორეას მექსიკაში უხმობენ

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, “ატლეტიკოს” 30 წლის შემტევის ანხელ კორეას დამატებით მექსიკის კლუბი “ტიგრესი” სერიოზულად ინტერესდება.
სკირას ცნობით, მექსიკური კლუბი არგენტინელს 2028 წლამდე სარფიან კონტრაქტს სთავაზობს, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.
მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა, მაგრამ თუ გარიგება შედგება, ეს მექსიკის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იქნება.
კორეა “ატლეტიკოს” ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კლუბში 400-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მას “როხიბლანკოსთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში