ატირებულ პეპეს რონალდო ამშვიდებდა

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალია პენალტების სერიაში საფრანგეთთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელთა 41 წლის მცველი პეპე ტიროდა, მას კი გუნდის კაპიტანი რონალდო ამშვიდებდა.