„ატარებდა გერმანიის ინტერესს“ — მდინარაძე პაპუაშვილის ყოფილ სამსახურზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის განხილვისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, 17 წლის განმავლობაში გერმანიის ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში მუშაობდა.
ასე უპასუხა მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას კითხვას იმის შესახებ, ატარებდნენ თუ არა უცხო ქვეყნის ინტერესებს „ქართული ოცნების“ მოქმედი ლიდერები მაშინ, როცა ისინი არასამთავრობო სექტორში მუშაობდნენ.
„ადასტურებთ თუ არა, ბატონო მამუკა, როგორც მომხსენებელი, რომ , შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ბერაია, არჩილ თალაკვაძე, , ხატია წილოსანი, ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, რატი იონათამიშვილი, სოზარ სუბარი და სხვები, ერთ დროს, NGO სექტორში მუშაობდნენ და შესაბამისად, ამ კანონის განმარტებით, ყველა თქვენი თანაგუნდელი, მათ შორის, მოქმედი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იმ დროს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარები იყვნენ?
ადასტურებთ თუ არ ადასტურებთ, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი და მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი რუსული კანონის განმარტებით, იმ დროს, უცხოური გავლენების გამტარები იყვნენ?“ — ჰკითხა ბოკუჩავამ მდინარაძეს.
„კი, კი-მეთქი, კი. GIZ ახორციელებდა პროექტებს, მაგალითად, შალვა პაპუაშვილის შემთხვევაში, ძალიან კარგ პროექტებს და ატარებდა გერმანიის ინტერესებს და მშვენიერი ინტერესები იყო,“ — განაცხადა მამუკა მდინარაძემ კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 17 წელი მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ), რომელიც რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოურ ძალად შეირაცხება. პაპუაშვილის გარდა „უცხოური ძალისგა“ კიდევ 20-ზე მეტი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ფინანსდებოდა. ისინი ახლა რუსულ კანონს უჭერენ მხარს, რომელიც ამგვარი დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარის“ სტატუსს ანიჭებს.
ამ წუთებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს. პარალელურად, პარლამენტთან, დილის 10:00 საათიდან საპროტესტო აქცია უწყვეტად მიმდინარეობს. საღამოს 7 საათზე დაგეგმილია კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური აქცია, რომლის მთავარი ლოზუნგია „არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“