ატამი, ვაშლი, ყურძენი, ქლიავი – რა გაძვირდა ყველაზე მეტად?

მარტში წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა, ხოლო ყველაზე მსხვილ სასაქონლო ჯგუფში სურსათში ფასები 3.4%-ით შემცირდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, უშუალოდ სამომხმარებლო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად 39.9%-ით ანტიბიოტიკების ღირებულება შემცირდა. 38.6%-ით შემცირდა წიწიბურას საფასური, 35%-ით კარტოფილის, 30%-ით კი ზეთის ღირებულება არის შემცირებული. რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელსა და მომსახურებას, მათ შორის პირველ ადგილზეა ელექტრიკოსის მომსახურება, რომელიც წელს 53%-ით გაძვირდა. ასევე გაზრდილია ვაშლის, ყურძნისა და კივის ღირებულებაც.
2024 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი:
· ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 53.0%;
· ატამი – 52.9%;
· ვაშლი – 44.8%;
· ყურძენი – 44.7%;
· ქლიავი – 44.3%;
· ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 41.7%;
· ნიორი – 34.9%;
· მსხალი – 31.7%;
· მღებავის მომსახურება – 29.0%;
· კივი – 26.6%.
2024 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი:
· ანტიბიოტიკები – 38.9%;
· წიწიბურა – 38.6%;
· კარტოფილი – 35%;
· მზესუმზირის ზეთი – 30%;
· ხახვი – 28%;
· საშინაო ფეხსაცმელი კაცის – 24%;
· მარგარინი – 21.5%;
· ქალის ზამთრის ფეხსაცმელი – 21.1%;
· ტელევიზორი – 20.5%;
· კომპიუტერი – 19%.