“ატალანტამ” “ნაპოლის” ფეხბურთელი აწაპნა და კონტრაქტიც გაუფორმა

“ფროზინონეს” 24 ნახევარმცველმა მარკო ბრეშიანინიმ “ნაპოლიში” სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, უეცრად “ატალანტაში” გადასვლა გადაწყვიტა და კონტრაქტიც გაუფორმეს.
ბრეშიანინის ერთსეზონიან იჯარაში ბერგამოული კლუბი 2 მილიონ ევროს გადაიხდის, გაისად კი მისი 10 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.
ჯერ უცნობია, რატომ გადაწყვიტა მან კარიერის “ნაპოლის” ნაცვლად “ატალანტაში” გაგრძელება.
მარკო “მილანის” აღზრდილია, ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი იყო, შემდეგ “ვირტუს ენტელაში”, “მონცასა” და “კოზენცაში” თამაშობდა, ხოლო “ფროზინონეში” 2023 წელს გადავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში