სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია.
ბიძინაშვილთან ერთად, უბედურ შემთხვევას, ორი მფრინავი ემსვერპლა.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა და საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ცნობისთვის, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს – რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არის “სქაი თრეველის” დამფუძნებელი და დირექტორი რევაზ უთურგაური და მისი პოლონელი მეწყვილე.
რევაზ უთურგაურმა, აფრენის წინ, ფოტო გაავრცელა სოციალურ ქსელში: