ასტრონავტმა კოსმოსში მეტყველების უნარი დროებით დაკარგა — მიზეზი ახლაც უცნობია

ასტრონავტმა კოსმოსში მეტყველების უნარი დროებით დაკარგა — მიზეზი ახლაც უცნობია
ფოტო: NASA
10
წაკითხვა
იანვარში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ისტორიაში პირველი “სამედიცინო ევაკუაცია” განხორციელდა. მისიის ნაადრევად დასრულება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ასტრონავტს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ეს ადამიანი მაიკ ფინკი იყო, რომელმაც, ბოლო განცხადების თანახმად, კოსმოსში მოულოდნელად მეტყველების უნარი დაკარგა.
მედიის ცნობით, 7 იანვარს იგი ღია კოსმოსში გასვლისთვის მომზადების შემდეგ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე სადილობდა, როცა უეცრად საუბარი ვეღარ შეძლო. ასტრონავტი იხსენებს, რომ ამ დროს არაფერი სტკიოდა, მაგრამ ეკიპაჟის სხვა წევრებმა ამის შესახებ დედამიწაზე მედიკოსების გუნდს მაინც შეატყობინეს.
“ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა, გასაოცრად მცირე დროში”, — თქვა მაიკმა The Associated Press-თან ინტერვიუში.
59 წლის ასტრონავტი ამბობს, რომ მისი უჩვეულო მდგომარეობა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ თავი უკეთ იგრძნო და ამ დრომდე აღარაფერს შეუწუხებია. ის იმასაც აღნიშნავს, რომ მანამდე ასეთი რამ არ დამართნია.
დედამიწაზე ახალდაბრუნებული მაიკ ფინკი.
ფოტო: Bill Ingalls/NASA
ექიმებმა ინფარქტი გამორიცხეს. ასევე, პაციენტის თქმით, ის არც იხრჩობოდა. შესაძლოა, მისი ავად გახდომა მიკროგრავიტაციის პირობებში მთლიანობაში 549 დღის გატარებას უკავშირდებოდეს. ბოლო მისიისას ის სადგურში 5-თვენახევარი იმყოფებოდა, როცა ამ უჩვეულო პრობლემამ იჩინა თავი.
იგი იხსენებს, რომ ეს მეხის უეცარ გავარდნას ჰგავდა. მაიკის განცხადებით, ეკიპაჟის წევრები წამებში მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მის გარშემო მოიყარეს თავი. ასტრონავტს დამატებით სამედიცინო დეტალებზე არ უსაუბრია და ხაზგასმით თქვა, რომ NASA-ს სურს, სხვა ასტრონავტებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი პირადი სამედიცინო ინფორმაცია დაცული იქნება. თავად მისი ვინაობის შესახებაც მხოლოდ გასულ თვეს შევიტყვეთ, როცა პრობლემის შესახებ თვითონვე განაცხადა.
მაიკ ფინკის თქმით, გული წყდება, რომ ამ მდგომარეობის გამო ეკიპაჟის სხვა ორ წევრთან ერთად დედამიწაზე ადრე დაბრუნება მოუწია და ღია კოსმოსში გასვლის შესაძლებლობა აღარ მიეცა. ეს მისთვის მეათე ასეთი გასვლა იქნებოდა. ამის მიუხედავად, იგი იმედს იტოვებს, რომ კოსმოსში მოგზაურობას ისევ შეძლებს.
როგორც ცნობილია, NASA-ში სხვა ასტრონავტების სამედიცინო მონაცემებსაც იკვლევენ, რათა დაადგინონ, ამასთან დაკავშირებული რაიმე შემთხვევა აქამდეც ხომ არ გამოვლენილა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას21355 ნახვა
გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს15129 ნახვა
რა არის C ვიტამინი და როდის გვჭირდება ის1502 ნახვა
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?1475 ნახვა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა1288 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა

ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
მეცნიერება
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
ეკოლოგია
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
გადახედვა
მეცნიერება
მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს
მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
გადახედვა
ფიზიკა
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
გადახედვა
კოსმოსი
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს