„ასპრია ფიტნესთან“ ნიღბიანი პირები, მათ შორის „ხარება“ შენიშნეს

თბილისში, დინამოს მდებარე ფიტნესდარბაზ „ასპრიასთან“, ცოტა ხნის წინ, ათეულობით ნიღბიანი პირი შენიშნეს.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილიც („ხარება“) იყო.
„ტვ პირველი“ წერს, რომ ისინი ადგილზე გიორგი უბულავას ეძებდნენ, რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაახლოებული პირია. ივნისში შინჯიკაშვილსა და „ხარებას“ შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიღბიანები ფიტნესდარბაზში შევიდნენ, თუმცა „ასპრიას“ უსაფრთხოების სამსახურმა „ტაბულასთან“ საუბარში უარყო ეს ინფორმაცია.
გარეკანის ფოტო: ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)