„ასპოს ხის მანქანები“ საწარმო წარმოების ზრდაზე მუშაობს

წელს, ხის ხელნაკეთი მანქანების საწარმო „ასპოს ხის მანქანები“ საწარმოს განვითარებასა და წარმოების ზრდაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან საწარმოს დამფუძნებელმა, ვასილ ასპანიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საწარმო ში მდებარეობს და მომხმარებელს ხის ხელნაკეთ მანქანებს სთავაზობს. ნედლეული რომელსაც ის იყენებს, სრულიად სუფთაა ტყვიისა და მინარევებისგან. ხოლო საპოხ საშუალებებს, თავად ოსტატი ამზადებს.
„დაახლოებით 4 წელია თვითდასაქმებული ვარ და ხელნაკეთ მანქანებს ვამზადებ. ნედლეულს თბილისში ვყიდულობ, მეორადი გამომშრალი მასალის სახით, რომელიც მხოლოდ შეშად თუ გამოდგება. კერძოდ კაკლისა და წიფელის ნედლეულს.
წარმოებული მანქანების ღირებულება 100 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია მანქანის ზომასა და სირთულეზე. მოთხოვნა საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ ჩვენ სექტორს ცნობადობა მაინც აკლია.
წელს, საწარმოს განვითარებას და წარმოების ზრდაზე მუშაობას ვიწყებ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაში მინდა მონაწილეობის მიღება. პირველ ეტაპზე, ახალი მანქანა-დანადგარების შესაძენად 50 000 ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელო, რის შემდეგაც როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც ვიფიქრებ,“- აცხადებს ასპანიძე.
მისივე ცნობით, წარმოების ზრდის შემდეგ, ახალი საწარმოს აშენება იგეგმება, რომლის კალკულაციაც ჯერ არ დაწყებულა და სავარაუდო ინვესტიცია დათვლილი არ არის. თუმცა, როგორც საწარმოს დამფუძნებელი აღნიშნავს, ახალი საწარმოს აშენების შემთხვევაში კომპანია დამატებით 3-4 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.