ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“. თქვენ გაეცნობით ევროკავშირის შესახებ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე ზუსტ და ფაქტობრივ ინფორმაციას.
№ 10, დეკემბერი 2023
ევროკავშირის რეგულაცია 2021/1529 ადგენს გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტს (IPA III). რეგულაციის თანახმად დადგენილია ქვეყნის პროგრესის შეფასების შემდეგი ინდიკატორები:
1. პოლიტიკური კრიტერიუმები (ევროკომისია).
2. მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის მიმართ (ევროკომისია/ევროკავშირის დელეგაცია).
3. ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა (ევროკომისია).
4. ეკონომიკური კრიტერიუმები (ევროკომისია).
5. სოციალურ დაცვაზე დანახარჯები – მშპ-ის % (ევროსტატი) და 20-დან 64 წლამდე პირთა დასაქმების მაჩვენებელი ჯინის კოეფიციენტის მიხედვით (ევროსტატი).
6. ციფრული უნარები (ევროსტატი).
7. ბიზნესის კეთების სიმარტივე (მსოფლიო ბანკი).
8. ენერგიის ინტენსივობა გაზომილი პირველადი ენერგიისა და მშპ-ის მიხედვით (ევროსტატი). განახლებადი ენერგიის წილი მთლიანი საბოლოო ენერგიის მოხმარებაში % (ევროსტატი).
9. სათბურის გაზების (GHG) ემისიების თავიდან აცილება (ტონა CO2-ეკვ) IPA III მხარდაჭერით (ევროკომისია). PM 10 კონცენტრაციები ევროკავშირის დღიურ ზღვრულ მნიშვნელობასთან შედარებით (50 მკგ/მ3); (გარემოს ევროპული სააგენტო).
10. საზღვაო, სახმელეთო და მტკნარი წყლის ეკოსისტემების ტერიტორიების ა) დაცვა, ბ) მდგრადი მართვა IPA III მხარდაჭერით.
11. კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორიცაა დამყარებული, ფორმალიზებული და განხორციელებული ტრანსსასაზღვრო პარტნიორობის რაოდენობა, შიდარეგიონული ვაჭრობის პროცენტი მშპ-სთან (ეროვნული სტატისტიკა, რეგიონული თანამშრომლობის საბჭო), საზღვრის გადაკვეთის პირთა რაოდენობა/დღეში, და საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც კვეთენ საზღვარს ყოველდღიურად (ტრანსპორტზე დამკვირვებლები).
ეს ინდიკატორები, სადაც შესაბამისი და შესაძლებელია, დაყოფილი იქნება სქესის და ასაკის მიხედვით.
1972 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეგიონული პოლიტიკის ინიციატივა, რომლის მეშვეობით ევროკავშირი ახორციელებს ადგილობრივ ინვესტიციებს. ევროკავშირის თანმიმდევრულობა და რეგიონული პოლიტიკა აძლიერებს ეკონომიკურ, სოციალურ და ტერიტორიულ გაერთიანებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნის, კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერით.
1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით გაძლიერდა რეგიონული და სტრუქტურული პოლიტიკა, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა. ევროკავშირის რეგიონალური პოლიტიკა მუშაობს 5 ძირითადი მიმართულებით: 1. ინვესტირება ადამიანებში დასაქმების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით;2. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;3. კვლევისა და ინოვაციების გაძლიერება საინვესტიციო და კვლევასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილების მეშვეობით;4. გარემოს გაუმჯობესება მსხვილი საინვესტიციო პროექტებით;5. ტრანსპორტისა და ენერგიის წარმოების მოდერნიზება განახლებადი ენერგიითა და ინოვაციური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.ამ მიზნების მისაღწევად, ევროკავშირმა ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული ერთიანობისთვის 2021-2027 წლების პერიოდისთვის გამოყო 392 მილიარდი ევრო.
მიუხედავად იმისა, რომ საერთო პოლიტიკა დგინდება ევროკავშირის დონეზე, სახსრების ყოველდღიური მართვა ხორციელდება ერთობლივად – ევროკომისიის ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.
ETIAS – European Travel Information and Authorisation System – მოგზაურობისა და ავტორიზაციის ევროპული საინფორმაციო სისტემა.
ევროკავშირმა მიიღო რეგულაცია 2018/1240 (https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A02018R1240-20210803) რომლის თანახმადაც, 60 ქვეყნის (რომლებსაც აქვთ უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში) მოქალაქეებს დასჭირდებათ ETIAS-ის სისტემის მიერ გაცემული ავტორიზაცია. ეს ეხება 90 დღიან მოგზაურობას 180 დღის განმავლობაში. ETIAS ამოქმედდება 2025 წელს. მოგზაურობის ავტორიზაცია განხორციელდება დისტანციურად. პირმა უნდა შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა. ETIAS-ის ავტორიზაცია ვალიდური იქნება 3 წლის განმავლობაში. ევროკავშირმა შექმნა ETIAS-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია შეკითხვებზე პასუხები. https://etias.com/
ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბერს გამოაქვეყნა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას შეფასებები 2023 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში:
საქართველოს შეფასება – https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf
უკრაინის შეფასება – https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/SWD_2023_699%20Ukraine%20report.pdf
მოლდოვას შეფასება – https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=SWD:2023:698:FIN
2023 წლის გაფართოების პაკეტის სრული დაკუმენტაცია (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების შესახებ) წარმოდგენილია აქ: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/IP_23_5633
მოგვწერეთ, გვკითხეთ
[email protected]
[email protected]

ასევე დაგაინტერესებთ