ასოციაცია: ავტორეექსპორტში კონკურენცია იზრდება – ქართველ დილერებს ყაზახი და ყირგიზი შუამავლები ჩანაცვლებენ

“ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან რეექსპორტი გაიზარდა, მაგრამ ვის გაჰყავს ავტომობილი, ამას ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს?” – ავტოინდუსტრიაში გაზრდილი კონკურენციის გამოწვევაზე BMG-ის ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ ისაუბრა.