“ასობით ჩვენება აქვთ, ყველა პოლიტიკოსზე. ასობით! – არ ვხუმრობ” – უჩა აბაშიძე

ბლოგერი, უჩა აბაშიძე, ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს:

მერე ისე არ დაგვემართოს, არჩევნების წინ 3 კვირა რო პირადობებს ყიდულობდნენ კრიმინალები და ჩვენმა პოლიტ. ესტებლიშმენტმა რო თავები მოიშტერეს – და მერე, არჩევნებზე აღმოაჩინეს, რო “უიიი, აიიი თურმე რისთვის ყიდულობდნენ“. წინასწარ შეგახსენებთ ერთ ამბავს:
უამრავჯერ ხდება, რო აქტივისტს იჭერენ, მისი დაჭერა არ ხმაურდება – ოჯახის წევრები კი ქოცები აღმოაჩნდებიან. მერე მასზე მიდის ზეწოლა – ოჯახიდანაც და პოლიციიდანაც – რასაც დაგიდებთ – ხელს მოაწერ და ჩუმად გამოვარდები გარეთო.
და ძალიან ბევრი – აწერს! (ადრე მეტი აწერდა კიდე) – და პაჩკებად უდევთ ცრუ-ჩვენებები, სხვადასხვა პოლიტიკოსებზე – ფულს მაძლევდაო, ნარკოტიკს მთავაზობდაო და ა.შ. მე, პირადად, 2 ასეთ შემთხვევას ვიცნობ – ვისაც დაუდეს, მოაწერა და ერთი 48 საათში გამოვიდა, მეორე 2000 ლარიანი ჯარიმით გამოუშვეს. ერთს დააწერინეს ელისაშვილზე, მეორეს მელიაზე. და ასეთი არი, სრულიად მოგონილი ფურცლები – ასობით! – არ ვხუმრობ.
ჩემს წინააღმდეგ საქმეც ეგრე იწყება – ანონიმმა კონფიდანტმა, მიაწოდა ვითომ ინფო – რო უჩამ დააჰაკერა justice.gov.ge (ვერანაირად ვერ დამიმტკიცეს, ჩატეხეს, გააქრეს – მარა ჩემ წინააღმდეგ ჩხრეკა, დევნა და ყველაფერი – ამ საბაბითაა, ანონიმი კონფიდანტი – ხელს მადებს – მე ვიცი რო იუსტიციის საიტი დახაკაო)
ამიტომ არის ყველა ეგეთი საქმე – რომელიც ანონიმი კონფიდანტით იწყება, პრობლემური – ახობაძეც მასე იყო, სხვებთანაც მივარდნა აყვანა/ჩხრეკაც მასე “პრავდება“ ხშირად, ან წინასწარ აწერიებენ ვინმე აბდალს ხელს – ან ჯერ იჭერენ ვინც აარჩიეს, მერე იტაცებენ ვინმეს – აშინებენ და უკანა რიცხვით ჩნდება “ანონიმი კონფიდანტი“.
(მე უკვე 3 თვის მერე მთავაზობდა აქ ერთი, თუ ჩაუშვებ კონკრეტულ პოლიტიკოსს – დაგილაგებ შეღავათსო)
ხოდა, ვინც თავს ჭურში იმყოფებთ, გახსენებთ, რო ასობით ჩვენება აქვთ დაწერინებული, ყველა პოლიტიკოსზე – მარა მსვლელობა არ აქვთ მიცემული, ინახავენ. ახობაძის გაშვებამ – ისევ – აალაპარაკა და გულში დააჯერა ზოგი, რო რაღაც კანონიერება არსებობს ვითომ.
მოვა დღე, მაგ დაწერილ “დანოსებს“ გატენიან და გაისვრიან: “ანონიმმა კონფიდანტმა …“. ნუ მოიშტერებთ თავებს ახლიდან, თქვენი ჭირიმე. ჩვეულებრივი ჩეჩნეთ-ირანია და ზოგი მაინც ძაან ცდილობს სხვაგან ბანაობდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო