რუსეთმა სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პარტიების ნაწილი იმპორტიორ ქვეყანაში გააბრუნა. ამის შესახებ რეგიონული მედია იუწყება.
მედიის ინფორმაციით, საქართველოს გავლით რუსეთში მიმავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული ასობით სატვირთო იძულებული გახდა ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან სომხეთში დაბრუნებულიყვნენ.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ საქონელი ფიტოსანიტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა, აღნიშნულს არ ეთანხმება სომხური მხარე და ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ მოტივებზე.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას არ შეხებია. ბოლო კვირებში რუსეთმა მკაცრი კონტროლი სხვა სახის ტვირთებზეც, განსაკუთრებით სამშენებლო მასალებზე, დააწესა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა მიუთითებდეს მოსკოვის მცდელობაზე, სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსისა და უსაფრთხოების საკითხებზე არსებული უთანხმოებების ფონზე, სავაჭრო რეგულაციები პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს.
მედია იუწყება, რომ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც სომხეთს რუსეთთან საქართველოს გავლით აკავშირებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სომხური ვაჭრობისთვის. მათივე ცნობით, აღნიშნული პუნქტით ყოველდღიურად დაახლოებით 150 სომხური სატვირთო მანქანა გადის.
bpn.ge
