ასობით მოხალისე გარემოსთვის – ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „სადაგისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით მოხალისე ჩაერთო. ეკოფესტს ოქროს სპონსორის სტატუსით წელს უკვე მეორედ შეუერთდნენ „ ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. სპონსორობის პარალელურად, ეკოფესტში მოხალისეებად ჰოლდინგის 30-მდე თანამშრომელიც მონაწილეობდა.
მოხალისეებმა ორი დღის განმავლობაში დაასუფთავეს დაბა ბაკურიანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, კომპანიების თანამშრომლები, მოქალაქეები და უცხოელი სტუმრები.
თათია ხორბალაძე, „ს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გარემოს დასუფთავების მიმართულებით „სადაგის“ ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მოხალისეები, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ვერთიანდებით ერთი მიზნის გარშემო – დავალაგოთ და ვიზრუნოთ გარემოზე. რა თქმა უნდა, „თეგეტა“ მათ გვერდითაა, ვინც გარემოს დაცვის მნიშვნელობას ჩვენთან ერთად იზიარებს.
„თეგეტა“ უკვე მეორე წელია, მონაწილეობს ეკოფესტში, თუმცა ეს წელი განსაკუთრებულია – ამჯერად კომპანიის თანამშრომლებსაც მივეცით შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ღონისძიებაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დასუფთავების საქმეში. გვჯერა, რომ ინდივიდუალურად მსგავს აქტივობებში თანამონაწილეობას თავისი წვლილი შეაქვს იმ კუთხით, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენს ყოველდღიურ ეკოჩვევად ვაქციოთ“.
ისევე, როგორც გასულ წელს, დასუფთავების ფესტივალში ამჯერადაც ჩაერთო „თეგეტა გრინ პლანეტი“. ჰოლდინგის შვილობილი კომპანია სწორედ გარემოზე ზრუნვის ეგიდით 2022 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცია.