ასობით ათასი ადამიანი სიბნელესა და სიცივეში დარჩა მას შემდეგ, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას თავს დაატყდა ძლიერი ქარიშხალი

ქარბუქმა, თოვლმა და ძლიერმა ქარმა დიდი ზარალი მიაყენა ბოლო ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა.
შავი ზღვიდან მომავალ ძლიერ ციკლონს მოჰყვა თოვა, რომელმაც მოსკოვის ჩრდილოეთამდე მიაღწია და რომელსაც ს ჰიდრომეტეოროლოგიურმა ცენტრმა უწოდა “ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რაც კი ყოფილა ნოემბრის ბოლოს”. , მოლდოვა, ბულგარეთი და რუმინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა ქარიშხლის შედეგად, რომელმაც თითქმის მილიონი ადამიანი დატოვა ელექტროენერგიის გარეშე რუსეთის მიერ ანექსირებულ ს ნახევარკუნძულზე. “რია ნოვოსტის” 27 ნოემბრის ცნობით, ქარიშხლის გამო დაღუპულთა რიცხვი რუსეთის კრასნოდარის რეგიონსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ოთხამდე გაიზარდა.
მიხაილ რაზვოჟაევმა, სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, განაცხადა, რომ ქალაქის ზოგიერთი ნაწილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს დაზიანებებით, თქვა მან და დასძინა, რომ 354 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და კიდევ ბევრი სხვა – ბუნებრივი გაზის გარეშე.
სევასტოპოლის აკვარიუმ-მუზეუმის ცნობით, ქარიშხალმა კომპლექსს გადაუარა, რის გამოც დაიხოცა დაახლოებით 800 ცხოველი, რომელიც შიგნით იმყოფებოდა.
ოფიციალური პირები იტყობინებიან ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ ყირიმში, სადაც 27 ნოემბერს ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება ძალაში რჩება. დაღუპვის კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ ცნობა გავრცელდა “ტელეგრამის” არხებით, მაგრამ არ არის დადასტურებული.