ასლან ბჟანია – ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს, არ მიიღოთ მონაწილეობა არასანქცირებულ აქციებში – ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფრის უკან დაბრუნება

ოკუპირებული ს ე.წ. „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია მოქალაქეებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აყვნენ და არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ.
„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყურადღებით მოუსმინონ ჩემს სიტყვებს. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს. არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო, არასანქცირებულ აქციებში. ახლა ეს არ გვჭირდება. ახლა არის დრო, როდესაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე. ის საფრთხეშია და ჩვენი სამშობლო ამ მდგომარეობაში იმ ადამიანების ქმედებების შედეგად აღმოჩნდა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფრის უკან დაბრუნება“, – აღნიშნა ბჟანიამ.
მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი მომავალი „საპრეზიდენტო ა“.
„არჩევნები აჩვენებს, თუ ვინ სურს პრეზიდენტად მრავალეროვან აფხაზ ხალხს. ეს არის გამოსავალი. არ არის გვიანი ამ ვარიანტის გამოყენება“, – აღნიშნა ბჟანიამ.
შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ – თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია