აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებს.
„მივმართავ აფხაზეთის ხალხს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი, პრემიერი, სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები ადგილზე რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას.
გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. მე ვრჩები აფხაზეთში და ვიმუშავებ, როგორც ადრე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, – თქვა მან.
მის გადადგომას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები – გამოწვეული რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების მიერ, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.
პროტესტების დროს, ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.