ასლან ბჟანიას ავტოკოლონა ავარიაში მოყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ავტოკოლონა ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევა 12 მარტს მოხდა. აფხაზური პორტალის ცნობით, შემთხვევის დროს, ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ ის უვნებელი გადარჩა.
„იმის გათვალისწინებით, რომ კანონი არ არის დაწერილი საპრეზიდენტო ავტოკოლონისთვის და მისი დანახვისთანავე ყველა უნდა გადავიდეს გზის პირას, პრეზიდენტის დაცვის მანქანა გამვლელ მანქანას შეეჯახა. გასაკვირია, რომ ორი ზოლი თავისუფალი იყო, მაგრამ პრეზიდენტის მანქანამ მაინც იმდენი მოახერხა, ერთადერთ მანქანას დაჯახებოდა, რომელიც იმ მომენტში გზატკეცილზე იყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებული მანქანა ე.წ. აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის შენობის წინ კვლავ გვიან საღამომდე იდგა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო