“ასლანს ბოლო დროს დემენცია აწუხებს… მოსკოვშია, 10 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად” – რას ყვება თამაზ ბაკურაძე?

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ასლან აბაშოძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ,,ამბები.ჯი” აბა­ში­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ თამაზ ბაკურაძეს და­უ­კავშირდა დეტალების დასაზუსტებლად:
– ძა­ლი­ან ახ­ლოს ვარ ას­ლან აბა­ში­ძის დას­თან, ნარ­გიზ აბა­ში­ძეს­თან, რო­მე­ლიც ახლა ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ტო­ნი ას­ლა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ ბოლო დროს ცოტა დე­მენ­ცია აწუ­ხებს. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია არ არის, რომ ჩა­ვარ­დნი­ლი იყოს, ხან­და­ხან მა­ღა­ლი წნე­ვე­ბიც აწუ­ხებს. 87 წლის არის და აბა რა იქ­ნე­ბა…
რო­დე­საც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა და­მი­რე­კა. მისი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს გა­და­ვუ­რე­კე და არ და­დას­ტურ­და. შემ­დეგ მე­ო­რე დღეს ისევ გავ­რცელ­და და ისევ გა­დავ­რე­კე და ასე­ვე არ და­დას­ტურ­და. არ ვიცი, ვინ ერ­თო­ბა ამით…