უკანასკნელ 1 კვირაში სამეგრელოში მოხდა 3 ყაჩაღობა, იმერეთში რამდენიმე ძარცვა, კახეთში – მკვლელობა, სამცხე-ჯავახეთში – დაჭრა, მცხეთა-თიანეთში დღე არ გავა კრიმინალი არ მოხდეს. ეს პოლიციელები, მათი ინსტიქტებიც დაბლაგვებულია. პოლიციელები, აი, ამ საქმეზე არიან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები დაიცვან. ივანიშვილი ამით თქვენ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. დღეს რომელიმემ მოიკითხა კახეთში რომ მკვლელობა მოხდა? – 300 ლარს ჩაგირიცხავ, ძმაო, პრემიას, ნახევარს ბანკის ვალი აქვს და ასე აქვს მიტაცებული ივანიშვილს რუსული მეთოდებით ხელისუფლება. ხვალ არალეგიტიმური, თვითმარქვია პარლამენტი იკრიბება. თვითმარქვია პრემიერი ჩადის ირანში და ჰებზოლას გვერდით დგას. მოქალაქეებს ვეკითხები, ვინც ოცნება მოხაზა, ისიც, თუ გაიაზრებს რომ ქვეყნის პრემიერი ჰებზოლას, ტერორისტების გვერდით დგას და არც ერთი ცივილიზებულ სამყაროში ხელს არ ჩამოართმევს. ეს ხომ არანორმალურია?! რეალობაში, ამ ადამიანებს, ვინც აპრორესტებს გაყალბებულ არჩევნებს უნდა მშვიდობა. არეულობა ვის უნდა? – ბიძინა ივანიშვილს. რატომ შემოიტანა რუსული კანონი? იმიტომ რომ დაპირისპირება, ქაოსი ყოფილიყო. ხელისუფლებაც ამიტომ მიითვისა. არეულობა უნდა მას, რატომ? – იმიტომ რომ ბევრი ფული იშოვოს. მისი ოლიგარქები: ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი, რუხაძე არიან ბედნიერები, ბევრი ფული აქვთ. ამათ ენაზე უნდა ვთქვა, სადღაც “გაასხამ” ბიძინა, აუცილებლად, მესმის, ტრიუკები ატარე, გააყალბე – ქართველი ხალხი ამას რომ არ ეგუება, ხედავ, ხომ? 1 თვე ხომ გავიდა არჩევნებიდან? არც ერთი დღე არ ყოფილა პოზიტიური დღის წესრიგით, უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში ასე არც ეკონომიკა განვითარდება, არც ქვეყანა, მაგრამ ყველაფერზე მიდიან და მათი ჯიბეები სქელდება. ამერიკაზე მინდა ვთქვა, ტრამპის ადმინისტრაციაზე, რაღაცა სიგიჟეებით კვებავენ ხალხს, ყველაზე მეტი ანტირუსები, ანტიჩინელები, ანტიირანელები მოვიდნენ ამერიკის ხელისუფლებაში, სულ ტყუილად გაქვს იმედი და ტყუილად აიმედებ შენს მხარდამჭერებს. ახლა, ამ წუთას, ჩვენ შეგვიძლია ეს ხელისუფლება დავასრულოთ, როგორ? ასი ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს აქ და ამათ (პოლიციელებს) უნდა მივაწვეთ. ამათ ნახევარ საათს აწვები, მერე გდდ, ხარება მოჰყავთ, ხარება რა გგონია, ნახევრად კაიფში დადის გიჟივით, ხომ გინახავთ? ეგ ხომ ნორმალური არ არის. მაგათთანაც ნორმალურად წინააღმდეგობაში შევალთ და დავამარცხებთ. უნდა გავითავისოთ, ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი. ხან ცოტა ვიქნებით, ხან – ბევრნი და რაღაც დროს, შეიძლება ხვალ იყოს ეგ, შეიძლება – ზეგ, უნდა გვესმოდეს, რომ შევიკრიბებით ასი ათასი კაცი, ამათ (პოლიციელებს) აღარ უნდა გავუაროთ, უნდა მივაწვეთ. ეს რუსული ნაგავი (ადამიანებზე კი არ ვამბობ, პოლიტიკურ პროცესებს ვგულისხმობ) უნდა გავიტანოთ, ეს ხალხიც უნდა დავუბრუნოთ ოჯახებს, პოლიციელიც დაემსგავსოს პოლიციელს და ებრძოლოს კრიმინალს. მონობას თავად აწერენ ხელს და იმედი მაქვს, თავის დროზე, ამათაც მივაწვებით, შეიძლება ეს ხვალაც იყოს, ვნახოთ. ივანიშვილმა ამ ყველაფერზე უნდა მიიღოს პასუხი, პასუხი უნდა იყოს ფიზიკური ძალითაც, არ გამოდის ამ ადამიანთან, არჩევნები გააუქმა, დემოკრატია გააუქმა, ფიზიკური ძალით მოგვიწევს ქვეყნის დაცვა და დადგება ეგ დღე, შეიძლება ხვალ იყოს, შეიძლება ერთი კვირის მერე.