“ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს” – კონტემ “ნაპოლის” მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში “ნაპოლი” სტუმრად პსვ-სთან მოულოდნელად 2:6 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ მედიასთან ისაუბრა და მარცხის მიზეზები ახსნა.
“ძალიან დამწუხრებულები ვარ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გასულ სეზონში ძალიან მცირე რესურსით წარმოუდგენელი შევძელით და ქვეყნის ჩემპიონები გავხდით.
იმის შემდეგ, “ნაპოლიმ” 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ჩვენი პრობლემაც იმაშია, რომ გვყავს 9 ახალი სახე, შესაბამისად 9 ახალი ტვინი, რომელთა ერთ იდეოლოგიამდე დაყვანა მარტივი არ არის, მითუმეტეს, ევროპულ ტურნირებზე.
პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორეზე კი ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, როცა 6:2 აგებ, ყველაფერი მწვრთნელის ბრალია”, – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 3 ტურის შემდეგ 2 მარცხითა და 1 გამარჯვებით 22-ე ადგილს იკავებს.
“ასე არ შეიძლება” – “კაირათის” მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
“ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?” – შჩესნის მოულოდნელი პასუხი
“კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს” – ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად – სიმეონემ “ტორინოს” “ნაპოლისთან” გამარჯვება მოუპოვა
“სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია” – ჰოილუნდი “პარტენოპეიში” ბედნიერია
კანტე ევროპაში ბრუნდება? – ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
კონტე: “სპორტინგთან” მნიშვნელოვანი მატჩი გველის
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
“თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია” – დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
კონტე: “მილანთან” დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
“სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია…” – სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
“დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო” – ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
“ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი” – სპალეტიმ “ნაპოლის” დატოვების მიზეზი დაასახელა