,, ასე იცის არალეგიტიმურობიდან შობილმა სიგიჟეებმა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე:
“ყაველაშვილის წერილი” იმისი არაპირდაპირი აღიარებაა, რომ ქოცები არალეგიტიმურობის გამო საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფებიან – ისინი არც ჩინეთში მიიწვიეს და დასავლეთთან მისასვლელი ყველა ხიდიც ხომ დამწვარი აქვთ.
ეს “წერილიც” განწირულის კივილი უფროა, ვიდრე რამე სერიოზული ნაბიჯი. სულ ტყუილად იმხნევებდნენ თავს, რომ ლეგიტიმაცია არ სჭირდებოდათ. თურმე მათთვისაც კი საჭირო ყოფილა.
ასე იცის არალეგიტიმურობიდან შობილმა სიგიჟეებმა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენი ეკონომიკური, პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსები მკვეთრად შეზღუდულია.
ლეგიტიმაცია შუა საუკუნეებშიც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ხომ მითუმეტეს. მაგრამ მაგის ცოდნა აბა საიდან უნდა ჰქონდეს რუსქოცს?!
სწორედ არალეგიტიმურობა იქნება ის, რაც საბოლოოდ დაღუპავს კიდეც მათ!“

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?