„ასე იყო საჭირო და იმიტომ“ — ზავრადაშვილის პასუხი კითხვაზე, „რატომ მოგატყუათ ივანიშვილმა?“

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ს თქმით, პრემიერ-მინისტრის შეცვლა „საჭირო იყო“ და პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.
ირმა ზავრადაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა მას კითხვები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც 1 თვის წინ აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლა არ იგეგმებოდა.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერს არ შეცვლიდა და ახლა მასთან კითხვები არ გაქვთ, რატომ მოგატყუათ მაშინ?“, — ჰკითხეს ჟურნალისტებმა ზავრადაშვილს.
ჟურნალისტების პასუხად ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა:
„თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იქნება?! ასე იყო საჭირო და იმიტომ“, — განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, საპარლამენტო ს კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.