ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება – სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ სექტორისთვის მოგების გადასახადის 5%-იანი ზრდა მოულოდნელია და საკითხზე ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სექტორს ოპტიმიზაცია მოუწევს, ვინაიდან დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე ექნებათ დამატებით გადასახდელი. ამასთან, გიორგი მამულაიშვილი ხაზს უსვამს, რომ ასეთი ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები და გადასახადების ზრდა საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება.

ასევე დაგაინტერესებთ