“ასე თუ გააგრძელებს ოპოზიცია, ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობასაც ჩაახუტებს” – გამზარდია

თითქმის 2 თვიანი პროტესტის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა საზოგადოებაში, პოლიტიკისადმი მიდგომაში.
ხელისუფლებამ კიდევ უფრო დაკარგა ნდობა, მაგრამ ოპოზიციისადმი ნდობა არ გაზრდილა, თანაც იმდენად არ გაზრდილა, რომ ორიოდე გამონაკლისის გარდა, თვით პროტესტანტებისთვისაც კი პოლიტიკოსები მიუღებელი იყო. და რა შეცვალა ამ გამოცდილების შემდეგ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა? – შეცვალეს ლიდერები ან სპიკერები ? – შეცვალეს შინაარსი ? – შეცვალეს რიტორიკა? – დაიწყეს მუშაობა იმიჯისა და პოზიციონირების ცვლილებაზე? – შეცვალეს ტექსტები? არა. არაფერი. თითქოს ამ ორ თვეში არც არაფერი მომხდარა, არაფერი შეცვლილა, თითქოს ამ ორ თვეს არაფერი ესწავლებინოს. როგორიც იყო ოპოზიცია მარტში, ისეთია დღესაც. რა გითხრათ.
ასე თუ გააგრძელებს ოპოზიცია, ს დღეს, რომელიღაც ნომერი რომ ბანალურად უნდა შემოხაზო, ოპოზიცია ხელისუფლებას არა თუ საპარლამენტო, საკონსტიტუციო უმრავლესობასაც ჩაახუტებს და გადავალთ კიდევ უფრო უარეს საბჭოთა საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები