“ასე თამაში სრული საშინელებაა, მხედველობა შეზღუდული მაქვს” – მბაპემ ნიღბის ტარებით გამოწვეულ დისკომფორტზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კილიან მბაპემ RMC Sport-თან ინტერვიუში ნიღბით თამაშით გამოწვეულ დისკომფორტზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, “მამლების” შემტევს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიასთან (1:0) მოგებულ მატჩი ცხვირი გაიტეხა, რის გამოც ნიღბის მორგება მოუწია.
“ნიღბით თამაში სრული საშინელებაა, მხედველობა შეზღუდული მაქვს, და ოფლის დაგროვების შემდეგ ნიღაბი აუცილებლად უნდა მოიხსნათ. მადლობა მათ, ვინც ეს საშუალება ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა როგორც კი შესაძლებლობა მექნება, ნიღაბს მოვიხსნი და აღარასდროს გავიკეთებ”, – განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიას დაუპირისპირდება, შეხვედრა დღეს, 1-ელ ივლისს, თბილისის
დროით 20:00 საათზე დაიწყება.