„ასე გამოიყურება დიდ კორუფციაში ჩაფლული არაქართველი, მწამებელი და მარბიელი რაზმების დე ფაქტო ლიდერი!” – ხაბეიშვილი კალაძეზე

მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ თქვა, აშკარად ხაბეიშვილი ჩაუდეს ამერიკის საელჩოს. ხაბეიშვილი მართავს საელჩოს სოცმედიასო, ხაბეიშვილი მას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ეს რომ ტრადიციულ ღირებულებებზე, ქრისტიანობაზე და კაცობაზე მორალს კითხულობს, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გაუკუღმართების და რუსული პროპაგანდის!
ასე გამოიყურება – რეგვენი, პუტინისტი და სულით ხორცამდე რუსეთუმე, სახე მონჯღრეული, სახე დაკარგული და უკიდეგანოდ დიდ კორუფციაში ჩაფლული არაქართველი, მწამებელი და მარბიელი რაზმების დე ფაქტო ლიდერი!”

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს