ასე გამოიყურება დაღლილი დედა – ადრიანა ლიმამ კრიტიკოსებს უპასუხა

ახლახან ადრიანა ლიმა The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes-ის პრემიერას დაესწრო. სოციალურ ქსელებში ადრიანა ლიმას ფოტოების გავრცელების შემდეგ კი, უხეში კომენტარები არ წყდება. ადრიანას სამოსს კრიტიკოსებმა წუნი ვერ დაუდეს, თუმცა მოდელის გარეგნობაზე არაერთი უხეში კომენტარი გააკეთეს.
კომენტარებში ზოგმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ შესაძლოა, ადრიანა ლიმამ პლასტიკური ოპერაციით თვალების ფორმა შეიცვალა, რადგან მოდელი ადრე სხვანაირად გამოიყურებოდა. ზოგი კი ამ მოსაზრებას შეეწინააღმდეგა და ჩათვალა, რომ ცვლილება მხოლოდ მაკიაჟის შედეგი იყო. დანარჩენებმა ადრიანას წონის შესახებ გააკეთეს უხეში კომენტარები. ბოლოს კრიტიკოსებს თავად ადრიანა ლიმა გამოეხმაურა და საკადრისი პასუხიც გასცა.
„ასე გამოიყურება დაღლილი დედა, რომელსაც სახლში თინეიჯერი გოგო, ორი თინეიჯერობამდე ასაკის ბავშვი და 1 წლის პატარა აქტიური ბიჭი ჰყავს, რომელიც სიარულს ახლა სწავლობს, ასევე 3 ძაღლიც. დიდი მადლობა შეშფოთებისთვის”, — წერს ადრიანა ლიმა ინსტაგრამზე.
ადრიანა ლიმამ სთორის ფოტოც დაურთო, რომელშიც უმაკიაჟოდაა, რაც კრიტიკოსებისთვის კიდევ ერთი საკადრისი პასუხი აღმოჩნდა. ადრიანა ლიმას დასაცავად არც მოდელის ფანებმა დაიშურეს ძალა და უხეშ კომენტარებს მათაც სათანადოდ უპასუხეს.

ასევე ნახეთ:
ეს ორი გარეგანი სიმპტომი შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს – გარეგნობის რა ცვლილება არ უნდა გამოგვრჩეს
„მითხრა, თუ გენატრები, მოდი დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ მოსვლამდე ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო…“ – შვილმკვდარი დედის დაუჯერებელი ამბავი