“ასე გამოდი, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, ვყოფილვართ მტრები” – კალაძე აშშ-ზე

თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გრძნობს თუ არა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ შე­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თუ არა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის რის­კე­ბი უპასუხა და განაცხადა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამე­რი­კა არის მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ამ ტი­პის ჩა­რე­ვე­ბი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის.

“რა თქმა უნდა, ყვე­ლაფ­რის გათ­ვლა ხდე­ბა და ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დის მუ­შა­ო­ბა. ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია ჯერ სან­ქცი­ე­ბის ნა­წი­ლი, მი­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით რაც იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი. პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ აირ­ჩია, იღებს კა­ნონს, რო­მე­ლიც ეხე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთ რა­მეს – გამჭვირ­ვა­ლო­ბას. რო­დე­საც ამა­ზე ახორ­ცი­ე­ლებ ზე­მოქ­მე­დე­ბას, მა­შინ ჩვენ არ ვყო­ფილ­ვართ არც პარტნი­ო­რე­ბი, არც მე­გობ­რე­ბი, ვყო­ფილ­ვართ მტრე­ბი, ასე გა­მო­დის. ეს ძა­ლი­ან მძი­მეა და ძა­ლი­ან ცუდი, იმი­ტომ რომ მო­სახ­ლე­ო­ბას და ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამე­რი­კა არის მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა და ამ ტი­პის ჩა­რე­ვე­ბი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის. ამი­ტომ ვთქვი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ჭი­რო­ებს გა­დატ­ვირ­თვას“, – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ პარტნი­ორ ქვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ორ­მა­გი სტან­დარ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ.

“ესეც ჩვე­ნი ბრა­ლია, არა მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ ბოლო ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც ხდე­ბო­და, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც იყო. სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი არ ვი­ცით, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, ჩვენს სამ­შობ­ლოს არ ვა­ფა­სებთ და რა თქმა უნდა, სხვა­საც იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა. შენ თუ შენს ქვე­ყა­ნას არ აფა­სებ, სხვი­სი მხრი­და­ნაც იგი­ვე აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. შე­დე­გი სა­ხე­ზე გვაქვს, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ საფ­რან­გე­თის­თვის შე­იძ­ლე­ბა „ასე­თი და უფრო მძაფ­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იყოს ძა­ლი­ან უწყი­ნა­რი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ გამჭვირ­ვა­ლო­ბას ითხოვს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს