გადაცემა “ახალი კვირის” მოულოდნელი დახურვიდან 2 კვირის შემდეგ შემხვდა თიკო ბერძენიშვილი. (ჩემი მოთხოვნით). მე მოვითხოვე განმარტება რატომ იხურებოდა გადაცემა “ახალი კვირა” არსებული ფორმატით და რატომ აღარ ვიყავი წამყვანი. (მისგან მოსმენილი მიზეზები მაინტერესებდა , თორემ მე ისედაც ვიცოდი რეალური მიზეზები ). მოკლედ ბევრი თავის მართლების შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინა ბერძენიშვილმა მითხრა, რომ ვასილ მაღლაფერიძეს დავლაპარაკებოდი (მასთან დამელაგებინა). იმ დროს მაღლაფერიძე ოფიციალურად რიგითი გადაცემის წამყვანი იყო. ანუ საზმაუს გენ.დიორექტორმა მირჩია ისეთ ადამიანთან საქმის დალაგება, რომლის ოფიციალური სტატუსი იყო გადაცემის წამყვანი. (ხვდებით ხომ რა ხალხზეა საუბარი, ჟურნალისტებს ახლოსაც არ უნდა გააკარო).
(ამით ბერძენიშვილმა მითხრა , რომ ის არ იყო გადაწყვეტილების მიმღები და არც ამ გადაწყვეტილების გაუქმების ძალა შეწევდა. ერთი რიგითი “შემსრულებელი” იყო რომელიც გენ დრიექტორის სავარძელში ჩასვეს) .
აი ასე გაიმარჯვა 3 წლის წინ დიქტატურამ ჩვენზე გადაცემის ჟურნალისტებზე. როგორც კი ვასილ მაღლაფერიძე ბორდის თავმჯდომარე გახდა, იმავე დღეს ბერძენიშვილის ხელმოწერით სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოგვიშვეს, რომ შავი სიები და ცენზურა საჯაროდ გავაპროტესტეთ. ქეთი თუთბერიძემ კი რამდენიმე დღეში არხი პროტესტის ნიშნად დატოვა.