ასე გაიმარჯვა “მილანმა” დერბიში – რა გააკეთა პაულო ფონსეკამ მატჩამდე ფეხბურთელების მოტივაციის გასაზრდელად [PHOTO]

იტალიის სერია A-5 მე-5 ტურში “მილანმა” დერბიში “ინტერი” 2:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.
Gazzetta Dello Sport იმის შესახებ წერს, თუ რა გააკეთა “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ, რათა ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია მიეცა.
პორტუგალიელმა გასახდელში ფეხბურთელების მაისურების ზევით მათ მშობლიურ ენაზე სიტყვა “გამბედაობა” დააწერებინა, რაც “ლომბარდიელებს” და მათ მოთამაშეებს აშკარად დაეხმარათ.
“მილანს” 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს, მე-7 პოზიციაზეა და 27 სექტემბერს “ლეჩეს” უმასპინძლებს.