პიარტექნოლოგი, იაკობ ჯანგავაძე:
დღეს ოცნების “საგამოძიებო კომისია,” რომელიც ნაცების რეჟიმის გასამართლებისთვის შეიქმნა, ბესო ხარძიანის წამების საქმეს განიხილავდა.
მისი შვილი გამოკითხვაზე იყო დაბარებული. უმძიმესი ისტორიაა, და შვილსაც მოუწია თავიდან მოეყოლა ეს ამბავი. მოსამართლე, რომელმაც ბესო ხარძიანი ციხეში ჩასვა, ლელა ნოზაძეა — იმ ციხეში, სადაც ის აწამეს. მთავარი ამბავი, ლელა ნოზაძე 2019 წლიდან უვადო მოსამართლედ დანიშნეს.
ასე “ასამართლებენ” ნაცებს.
