ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ეს განცხადებ BAG-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გააკეთა.
“ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა საუბარი. საფრთხეები რაც არის ჩვენი ქვეყნის, ასე არ უნდა გაგრძელდეს, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს იქნება ტურიზმი, სარესტორნო მიმართულება თუ სხვა… ძალიან [დიდი] ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.
ყველას გაინტერესებთ, ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე ვთქვა და ამას ვერ დამაცდენინებთ, დღეს ვერაფრით, როგორც ჩვენი უწმინდესი ამბობს, ეშმაკი ყოფს, უფალი აერთიანებს”, – განაცხადა პაპაშვილმა.
დღეს, ბიზნესის ასამდე წარმომადგენელი კობახიძეს შექმნილ კრიზისზე სასაუბროდ შეხვდა.