ასე ამხნევებს დისკვალიფიცირებული ფონსეკა მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს მატჩამდე – “ლიონის” გვერდმა ვიდეო გაავრცელა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “ლე ავრს” 4:2 სძლია. ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა შორის გახლდათ და მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა.
ჩვენებურმა ჯერ შედეგიანი გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი მეტოქის კარი თავადაც აიღო და “ოლიმპიკის” გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახლდათ.
მოგეხსენებათ, მსაჯთან ინციდენტის გამო, “ლიონის” მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკას 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მაქ არ აქვს უფლება გასახდელში შევიდეს და ფეხბურთელები დაარიგოს.
ამიტომ ის თავის მოთამაშეებს სტადიონზე შესვლამდე შეხვდა, ყველას თბილად მიესალმა და დარიგებები მისცა.
ფონსეკა სათადარიგოთა სკამიდან კლუბს ნოემბრამდე ვერ დამოძღვრავს, თუმცა “ლიონი” მის დათხოვნას არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში