“ასე აზროვნებდნენ პირველი დიდი ქრისტიანები” – ბატიაშვილი

აია-სოფიის აგებისას სამშენებლო მასალა სპეციალურად იმპერიის ყველა კუთხიდან ჩამოჰქონდათ, რითაც სიმბოლურად სამყაროს ერთიანობას უსვამდნენ ხაზს.
მათ შორის, სვეტების ერთი ნაწილი ეფესოს წარმართული არტემისის ტაძრიდან ჩამოიტანეს და ეს არცერთ მაშინდელ ქრისტიანს არ გაუპროტესტებია.
ამით აია-სოფიის აღმშენებლებმა კიდევ ორი დიდი საქმე გააკეთეს:
– უკვე მიტოვებული ანტიკური ტაძრების ინტერიერი სრული წაშლისა და განადგურებისგან იხსნეს. ამით მათ კაცობრიობას ანტიკური არქიტექტურისა და კულტურის საუკეთესო ნიმუშები შემოუნახეს;
– მომავალ თაობებს გვიანდერძეს, რომ ძველს (წარმართულს) და ახალ (ქრისტიანულ) კულტურას არამხოლოდ თანაარსებობა, არამედ სრულ ჰარმონიაში ყოფნაც შეუძლიათ.
მართლაც, თუ არ აგიხსნეს, საიდანაა ეს სვეტები მოტანილი, გეგონება რომ სპეციალურად აია-სოფიისთვისაა შექმნილი.
ასე აზროვნებდნენ პირველი დიდი ქრისტიანები და ეს ხდებოდა 15 საუკუნის წინ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით