“ასე ადრეულ ფეოდალიზმში არ მიმართავდა ბატონი თავის ყმას” – ბექა ყორშია “ევოლუშენ ჯორჯიაზე”

ჟურნალისტი, :
არ შემიძლია ამ თემას ცოტა ვრცლად არ შევეხო.
“ევოლუშენ ჯორჯიას” ოთხი ათასზე მეტი თანამშრომელია გაფიცული. კარგად ვიცი, რა პირობებშიც უწევს ქართველი ხალხის უმრავლესობას მუშაობა, მაგრამ რაც ამ კომპანიაში ხდება, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი აღმოჩნდა. მე ამას ვერ დავარქმევდი “მძიმე სამუშაო პირობებს”, ან “შრომით ექსპლუატაციას”, ეს არის ადამიანის, როგორც ასეთის, სრული გამორიცხვა და უგულვებელყოფა. წავიკითხე წერილები, როგორ მიმართავს მენეჯმენტი მის თანამშრომლებს და მგონი, ასე ადრეულ ფეოდალიზმში არ მიმართავდა ბატონი თავის ყმას. ამასთან, “ევოლუშიან ჯორჯიას” ოფისებში გავრცელებულია მუნი. სამუშაო სივრცეები სავსეა რწყილებით. თანამშრომლები დაავადნენ, მუშაობა გაუსაძლისია. ბუნებრივია, ყველა დასაქმებული ყიდის თავის სამუშაო ძალას, რის სანაცვლოდაც ხელფასს იღებს, მაგრამ ამ გარიგებაში ღირსების გაყიდვა სულაც არ იგულისხმება და ეს “ევოლუშენ ჯორჯიას” მესვეურებმა კარგად უნდა გაიაზრონ. კი გვეცინება გელა ბარკალაიაზე, მაგრამ ჩვენ მისთვის მადლობა გვაქვს გადასახდელი, რადგან ასე თვალხილული გახადა ის პრობლემები, რომელიც ქართულ შრომით ბაზარზეა. გელა ბარკალაია არის დამსაქმებელთა უმრავლესობის სახე თავისი ვულგარულობით, თანამშრობლებთან დამოკიდებულებით და ა.შ ერთადერთი არგუმენტი, რაც “ევოლუშენ ჯორჯიასგან” მოვისმინეთ არის ის, რომ თურმე უამრავ ადამიანს ასაქმებს. მასე საბჭოთა გულაგებშიც არ ჰყავდათ ხალხი “უსაქმოდ”.
თუ ევროპა გვინდა, ის თავის თავში სახელმწიფო უსაფრთხოებასთან ერთად, შრომით უსაფრთხოებასაც გულისხმობს.